LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ: “ოცნებას კიდევ ცხრა წევრი თუ დააკლდა, უმრავლესობა აღარ ექნება”

155
unnamed (1)

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დღეს წასულ დეპუტატებს, თუკი კომიტეტის თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობა ეკავათ, საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, რითაც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის მიზნით უმრავლესობიდან დეპუტატების გადინებას გამოეხმაურა.

ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, დღეს 6 დეპუტატის წასვლით საპარლამენტო უმრავლესობას ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება. თუმცა კონსტიტუციონალისტის განმარტებით, ვითარება შეიძლება არსებითად შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობას კიდევ დატოვებენ დეპუტატები.

“დღეს ბევრი რამ ფორმალურია. ოპოზიციას არ შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ამიტომ ისინი ფორმალურად ითვლებიან პარლამენტის წევრებად, მაგრამ მათ არ შეუქმნიათ ფრაქციები. კომიტეტებში კვოტები ნაწილდება ფრაქციებს შორის და ფრაქციებს გარეთ არსებულ დეპუტატებს შორის.

თუ “ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებს უკავიათ კომიტეტის თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობა, შეიძლება ამ თანამდებობიდან გადააყენონ. ამ მოცემულობით არსებითად არაფერი იცვლება, თუ ეს რაოდენობა უფრო მეტად არ გაიზარდა, კიდევ ცხრა წევრი უნდა დააკლდეს უმრავლესობას და ასეთ შემთხვევაში მას უკვე პარლამენტში უმრავლესობა აღარ ექნება”- აღნიშნა “ფორტუნასთან” ვახტანგ ხმალაძემ.

შეგახსნებთ, დღეს,  გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა “ქართული ოცნება” დატოვეს და დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

 

რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები

დგას თუ არა გახარიას უკან ივანიშვილი – რას ამბობს „ოცნებიდან“ წასული ხოჯევანიშვილი

დღეს, 12 საათზე გაკეთებული განცხადება პარლამენტში შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. საკითხს ეხმაურება როგორც „ქართული ოცნება“, ისე ოპოზიციური სპექტრი.

ამავე თემაზე იხილეთ პოლიტიკური შეფასებები:

სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ – თალაკვაძე გახარიას გუნდში გადასულ „ოცნების“ წევრებზე

გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები – ჭიჭინაძე

“20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო რომ აგინებდა პარტიამ დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა…” – “ოცნების” დეპუტატი გახარიაზე

ვნახოთ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ: ლევან იოსელიანი “ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე

 

პოპულალურები