LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გვაქვს მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა,13 გამოჯანმრთელებული დაგვემატა – ეზუგბაია

210
BeFunky-collage (4)

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 522 უკვე გამოჯანმრთელდა.

“ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი. ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე – საკარანტინო სივრციდან.ერთი ახალი ინიციფირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის, მეორე ინფიცირებული რომელ ცენტრში მოთავსდა არ ვიცი, მაგრამ ის საკარანტინე სივრციდანაა“- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 3 614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 316.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები