LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს იმდენი ცოცხი გაიყიდა, რომ ნადვილად ადუღდებოდა ეკონომიკა… გესმით თქვენ, რა დონეზე გასრისეს ადამიანის ღირსება?!“

308
BeFunky-collage

დღეს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლების მოთხოვნით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

კოლონები სხვადასხვა რეგიონებიდან მოემართებიან.

კოლონებს გზად სირცხვილის კორიდორების გავლა უწევს. მოქალაქეები მათ ცოცხებით ხვდებიან.

ერთ-ერთმა ფოტომ,  სადაც ჩანს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ცოცხები უჭირავთ, სახეს იფარავენ, სოციალური ქსელის ყურადღება ყველაზე მეტად დაიმსახურა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი თენგიზ გუნავა წერს:

„ტრაგიკული კადრი! რატომ უნდა აიძულო ადამიანები აკეთონ ის, რაც ესირცხვილებათ, ვერაფრით დამაჯერებენ, რომ თავისი სურვილით დაიჭირეს ეს ცოცხები, უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში საჯარო მოხელეების სათავისოდ გამოყენება!“

 

 

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე:

„დღეს იმდენი ცოცხი გაიყიდა, რომ ნადვილად ადუღდებოდა ეკონომიკა“.
ჟურნალისტი ვახო სანაია:

„ძალიან ვმწარდები. ცოცხი დააჭერინეს ხელში და მაგისტრალზე დააყენეს. გესმით თქვენ, რა დონეზე გასრისეს ადამიანის ღირსება ?! გული მერევა“.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა:

„ოცნება გზაზე“.

ადვოკატი ზვიად კორძაძე:

„ამ ფოტოზე ერთი ამბავი გამახსენდა: აბანო იწვის, შიშველი ხალხი გამორბის, ყველას ქვევით აქვს ხელი აფარებული. ერთმა მიაძახა, თუ გრცხვენიათ, სახეზე აიფარეთ, მაგით მაინც ვერავინ გიცნობთო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები