LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

107
5ee877d1e267b

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრის, ასევე ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

კობა გვენეტაძე სებ-ის ინტერვენციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება, ან გაუფასურება არაა და ის ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდებას ემსახურება.

„ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება, ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება”,- წერს კობა გვენეტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები