LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ლეგენდარული ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია 88 წლის გახდა!

357
eldarshengelaia2021

ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 88 წლისაა. დღეს მისი დაბადების დღეა. ეროვნული კინოცენტრი ამ თარიღს მისი და თამაზ მელიავას ფილმის, “თეთრი ქარავანის” აღდგენილი ვერსიის ჩვენებით აღნიშნავს. კინოჩვენება შაბათს, 30 იანვარს, საღამოს ათ საათზე გაიმართება.

1964 წელს “თეთრი ქარავანი” პირველად აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2019 წელს, 55 წლის შემდეგ, იგი კანში კვლავ დაბრუნდა სექციაში “კანის კლასიკა”.

სწორედ 2019 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ წარსადგენად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია. 30 იანვარს ეროვნული კინოკლუბი მაყურებელს აღდგენილ ვერსიას შესთავაზებს.

“თეთრ ქარავანს” სამი წლის განმავლობაში იღებდნენ. სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი.

?კინოკლუბში გასაწევრიანებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები