LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მითხრეს, რომ ინფიცირებული პაციენტი სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება – მარინა ენდელაძე

3641
marina-endeladze-b-h

“დღეს მითხრეს, რომ პაციენტი რომელიც იყო ინფიცირებული, სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება“,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში რთული სიტუაციაა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ პანდემიისას შემოღებული წესები დაიცვან.

“ეტყობა არ ვიცავთ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა. სულ ერთსა და იმავეს ვამბობთ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაითავისოს მოსახლეობამ, რომ დაიცვას რეგულაციები. დღეს მითხრეს, რომ პაციენტი რომელიც იყო ინფიცირებული, სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება.. ძალიან გთხოვთ გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახებს, გაგვიფრთხილდით ექიმებს და გაუფრთხილდით სახელმწიფოს“, – განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები