LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად” – პაატა იმნაძე

101
imedinews-31

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

იმნაძე ასევე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მხოლოდ ვაქცინაციის შემდგომ, მსგავსი რეაქცია სხვა შემთხვევაშიც შეიძლება დადგეს.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი” – ტიკარაძე 27 წლის ექთანზე

„მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად, დღეს ყველასთვის ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად. სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ როგორიც არის ვთქვათ ფუტკრის ნაკბენი ან ბზიკის ნაკბენი. რაც შეეხება ვაქცინებს, დღეს აქ წარმოდგენილთა უმრავლესობა არის ის ხალხი, რომლებსაც ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში აქვთ თავისი დიდი სიტყვა ნათქვამი, ამათი უმრავლესობა აცრილი იყო, ამიტომ მე ვერ მივხვდი, ვის აქვს დაბალი ნდობა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

“საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება გაგრძელდება” – ეკატერინე ტიკარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები