LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ოცნება ბიუჯეტს განიხილავს: დეპუტატების დაჯილდოვება-დაწინაურებაში ეკა ბესელია მონაწილეობას არ მიიღებს

139
66397965-3411399562218751-8752525741540769792-n

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მისასვლელები ყვითელი ავტობუსებით არის გადაკეტილი და მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მიახლოვების უფლებას არ აძლევენ, განსაკუთრებით შენობის ჭიშკარს იცავენ, საიდანაც ხდება “ქართული ოცნების” დეპუტატების შესვლა.

რეგლამენტის მიხედვით, როგორც მმართველი პარტია აცხადებს, დღეს საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი. ამ დრომდე უმრავლესობიდან პარლამენტში შესვლა მოახერხა გია გაჩეჩილაძემ, რომელმაც მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. “ოცნების” დეპუტატის განმარტებით, პარლამენტმა დღეს მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იმსჯელოს და მის მუშაობას ხელი არ უნდა შეეშალოს. მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონები.

პეცრაზმმა აქცია დაშალა – დაშავებულია ერთი ადამიანი

პარლამენტის დღევანდელი სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული და როგორც საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნავს, უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი კანონები სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მმართველი პარტიის დეპუტატების მოსაზრებას სამარცხვინოდ აფასებს თავისუფალი დეპუტატი ეკა ბესელია და ამბობს, რომ თანამდებობების გადანაწილების და ამბოხებული დეპუტატების დაწინაურების პროცესში მონაწილეობის მიღებას და სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. მისივე თქმით, ეს არის “ნასუფრალის განაწილება.”

“პოლიტიკური პროცესები ხელისუფლებამ დარბაზიდან გამოიტანა ქუჩაში, არადა პირიქით უნდა იყოს. მათ მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და გუშინ აქცია დაშალეს. საინტერესოა ამით რა გადაარჩინეს. ეს არის უკანონობა. პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო და ის ასეთ ვითარებაში ვერ იმუშავებს”, – აცხადებს ეკა ბესელია.

თავისუფალი დეპუტატის თქმით, ყველაზე ცუდი ფრაზა, რაც ბოლო დღეებში მოისმინა ხელისუფლების მხრიდან, იყო კახი კალაძის განმარტება არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ “საკითხი დახურულია”. ბესელია მიიჩნევს, რომ სიტუაციის მშვიდობიანი გაგრძელება იქნება, მომავალი არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან რეჟიმში ჩატარება.

თემა დახურულია: 2020 წლის არჩევნებისთვის არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ” – კახა კალაძე (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები