LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი აქცია გაიმართა

82
70698002-2446949422243431-6798618782127357952-n

დღეს, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი აქცია, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, მოძრაობა ”სირცხვილიას” და ”ევროპული საქართველოს” დეპუტატი ელენე ხოშტარიას ორგანიზებით გაიმართა. მათ სურდათ შენობაში ოკუპაციის ამსახველი ფოტოების გამოფენა დაემთხვიათ მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოსვლის დროს, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის დეკემბერში მიღებული ბრძანება გამოიყენა, რომელმაც შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად და თანამშრომლების სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად, პარლამენტში შესვლის შეზღუდული რეჟიმი აამოქმედა. რაც შეეხება უსაფრთხოების სხვა ზომებს, აქციაზე მოქალაქეთა უფლებებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები