LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე: საქართველოს პრეზიდენტი

42
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს პატრიოტიზმი ვაქცინაციაზე გადის.

“ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს, ვაქცინაციის მოწინააღმდეგებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია და არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას”

საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, ისე როგორც არაერთხელ ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა, ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს, ვაქცინაციის მოწინააღმდეგებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია და არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლისუნარიანობას, მის მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები