LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პრემიერის კანდიდატურა დასახელდება, წინასწარი ინფორმაციით, ის გიორგი გახარია იქნება

183
ბახტაძე გახარია

ქვეყნის ახალი პრემიერი და გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გახდება ცნობილი. 9:00 საათზე “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. მას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

ბოლო 2 კვირაა მედიაში აქტიურად საუბრობდნენ ბახტაძის გახარიათი შეცვლაზე, თუმცა ჯერჯერობით შსს მინისტრი ამ პოსტზე ოფიციალურად უმრავლესობას არ  დაუდასტურებია. 

მამუკა ბახტაძე - მე ვივლი წელგამართული და თავაწეული...

"მე ვივლი წელგამართული და თავაწეული, რადგან რასაც ვაკეთებდი, ეს ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას"

„პოლიტსაბჭო იკრიბება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღოს სამთავრობო ცვლილებების თაობაზე. იქვე იქნება უმრავლესობის შეხვედრაც და პოლიტსაბჭო უმრავლესობას გააცნობს საბოლოოგადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცახდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი  გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ მან მისია შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები