LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა

106
Untitled design

დღეს დიდი ქართველი მოღვაწის, მუსიკოსის, ფოლკლორისტის და ხალხური სიმღერების შემკრების, ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა.

მისი წვლილი ქართული კულტურის წინაშე უმნიშვნელოვანესია.

ანზორ ერქომაიშვილის სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას: აშშ-ის საელჩო

ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი ,,რუსთავი” და, ასევე, 1976 წელს ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი “მართვე”, რომელსაც 2000 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა; მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებული 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა, რესტავრაცია.

მან, 1992 წელს, ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წლების ინგლისური კომპანიების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას.

ანზორ ერქომაიშვილი არის ავტორი წიგნების: “ბაბუა” (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), “შავი შაშვი ჩიოდა” (1989), “ძველი სიმღერების კვალდაკვალ” (1979). მან მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი. 2001 წელს მისი ინიციატივითა და „იუნესკოს“ ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ასევე, 2006 წელს მომზადდა და გამოიცა XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001) ერთი ნაწილი (1901–1914), რომელშიც შედის ქართული ხალხური სიმღერებისა და საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები.

მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, იაკობ გოგებაშვილის სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიები. ასევე, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გასული წლის მარტს 31 გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები