LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საშემოდგომო სესიაზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდება

149
ქუცნა 3

საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე უმრავლესობის წევრს – ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატს ჩამოართმევენ. შეგახსენებთ, მისი დეპუტატობა თბილისში გავრილობის ჩამოსვლას შეეწირა. 

ბოდიში ქუცნაშვილისგან: ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა

რომელი გახსნიდა სხდომას და რომელი წაიყვანდა, ეს იყო ტექნიკური საკითხი.

დღევანდელ სესიაზე პარლამენტის წევრები კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ და საბოლოოდ 20  მათგანს შეარჩევენ.

სესიის მთავარი განსახილველი თემა კი საკონსტიტუციოო ცვლილებები იქნება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

„ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ პოლიტიკური სისტემა, საზოგადოებას უფრო დემოკრატიული, უფრო თანასწორი საარჩევნო მოდელი შევთავაზოთ, რაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიას, მცირე და ახალ პარტიებს, ასევე ტრადიციულ პარტიებს აძლევს შესაძლებლობას და რეალურ შანსებს, რომ საპარლამენტო პარტია მიიღონ არჩევნების გზით. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდებათ ბლოკებში გაერთიანება, რათა საკუთარი რეალური მხარდაჭერა ასახონ საპარლამენტო მანდატებში“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები