LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სავსე მთვარეა

1568
savsemtvare_2018-11-22_wckhRXoao5V

დღეს ცაზე ვარდისფერი სავსე მთვარე გამოჩნდება, რომლის ძალაც თითოეული თქვენგანის ცხოვრებაზე აისახება და თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების საწყისად იქცევა.

სავსემთვარეობის პიკი, თბილისის დროით დღის 15:12 საათზე იქნება. სანამ მთვარე მთლიანად შეივსება, დედამიწაზე უდიდესი ენერგია იღვრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს სავსემთვარეობაა!
მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პოზიტიური განწყობა, ნუ გადაიღლით თავს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო-ემოციურად.

მოჭარბებული ენერგიები მშვიდად მართეთ, პოზიტიური შინაგანი განწყობა შეიქმენით და მშვიდად განვლეთ ეს დღე.

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, ასევე შეიკავეთ თავი ამ დღეებში ოპერაციებისგან, სხვადასხვა სახის სამკურნალო – სამედიცინო პროცედურებისგან, თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი არ არის…

სავსემთვარეობის დღეს ძალიან კარგია დაუმთავრებელი საქმეების
დ ა გ ე გ მ ვ ა ( დაწერეთ ფურცელზე) და შემდეგი 15 დღის მანძილზე ეს გეგმა მარტივად განხორციელდება.

20 აპრილიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, ნუ კვებავთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით ძველ ნივთებს!!! მოერიეთ თავს
და გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ დ ი თ! ძალიან კარგია ლოცვა!!! ლოცვა ყოველთვის კარგია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ განსაკუთრებით ასეთ პერიოდებში ჩვენივე თავისთვის არის შვება, ლოცვა…
გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული და
მადლიერება უფალს ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს ! ” – წერს მიხეილ ცაგარელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები