LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

74
მიხეილ სააკაშვილი

9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესი 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გავრცელებულ წერილში განაცხადა, დიდი ალბათობით სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულის მიზეზად სისუსტეს ასახელებს.

მისი მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით გუშინ მესამე პრეზიდენტს წნევის პრობლემა ჰქონდა, რისი მიზეზიც მისი აღელვება გახდა.