LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თბილისის 9 რაიონში ელექტროენერგია შეიზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

248
უსათაურო დიზაინი (2)

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით:

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იამანიძის, ბათუმის, ყიფიანის, ქუთაისის, უზნაძის (ნაწილობრივ), გაფრინდაშვილის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, გორის, ვორორნინის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ზურაბ ჭავჭავაძის და წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ტეტელაშვილის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ჯიხაიშის, ჭიჭიკო ბენდელიანის, იმერეთის და სანერგეს ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირთა, არაყიშვილის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, მცხეთის, აბაშელის და კოკა კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის, ტვიშის, უშაკოვის, მესხეთის, ყვარლის, ქვის სახლის, მთისძირის და მათიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ჭალის, შოთა ნიშნიანიძის, ჭალადიდის, ვაგზლის, ჩიკვაიძის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის, მამაცაშვილის, სულხანიშვილის, ველისციხის, ნაკაშიძეების და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი – 3 III კვარტალის (ნაწილობრივ) და თრიალეთის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), კორნელი სანაძის, დიმიტრი ერმაკოვის, ქეთევან ჭილაშვილის, აკაკი ფაღავას და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მიკრორაიონის III კვარტალის (ნაწილობრივ) და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას (ნაწილობრივ), ბროლოსანის, იოსებიძის, ხვიჩიას და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები