LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს: პატრიარქი მრევლს მიმართავს

127
FORTUNA.GE-

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ნაკურთხი წყლის სახლებში წაღების კურთხევა მისცა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა, ჩვენთან არს ღმერთი.” – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ის არის 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი, რომელიც მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება.

სწორედ, ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო – ნათლობის წესი.

 

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები