LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ყველა შეძრულია მომხდარით… ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი: ილია მეორე

34
ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. როგორც სამძიმრის წერილში წერია, გარდაცვლილი სულების საოხრად არაერთი პანაშვიდი იქნება გადახდილი.

„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს  ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა  ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს  ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ  გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და  მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, – წერს ილია მეორე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები