LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ჯანდაცვის მინისტრი ცდილობს მდგომარეობის მოგვარებას: ექსპერტთა ჯგუფის წევრი

51
thengiz-tsuladze

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლის თენგიზ წულაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვედრისას, მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ მან #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობა მე ვფიქრობ აჩვენებს, რომ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ტიკარაძეს, რაც გუშინ ვიცოდი, მაგრამ ეს მისთვის ცნობილი იყო. მინისტრი ცდილობს მდგომარეობის მოგვარებას. ეს არ არის მისი იურისდიქცია, მაგრამ რამდენადაც შევატყვე, ძალიან ცდილობს შუამავლის როლის შესრულებას ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ეს ხელეწიფებათ“, – განაცხადა წულაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა: გიორგი გრიგოლია

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის წევრებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში ასევე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

“დამირეკეს და მითხრეს რომ 9 საათზე აქ ვიყო” – გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები