LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი პროკურატურა საქართველოში დაბრუნების გამო ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა – სააკაშვილის ადვოკატი

72
ჰნკმფ

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ქვეყნის მთავარ რეფორმატორს, ნამდვილად აქვს უფლება შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და მაშინ როდესაც ის იდევნება და მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა არის ლეგალური”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე განაცხადა.

“დღევანდელი პროკურატურა, დაწმუნებული ვარ ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე, ამ საქმის იურიდიულ კაზიუსტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა. ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტები სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება“, – განაცხადა ბასიალაიამ.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.