LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ფოტო: თბილისის ზოოპარკის ბინადარი დათვები ჩიჩილაკით ერთობიან

115
140035363-10159513909504575-8877855999159369465-o

თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ვრცელდება ფოტო, სადაც ორი დათვი ჩიჩიკალით თამაშობს. ფოტომ ბევრი პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია. ზოოპარკის ადმინისტრაცია საზოგადოებასთხოვნით მიმართავს, თუკი აქვთ ჩიჩილაკი ან ნაძვის ხე, რომელიც აღარ სჭირდებათ, ზოოპარკის ბინადრებისთვის საჩუქრად გაიმეტონ, რადგან ისინი ძალიან მხიარულად ატარებენ დროს:

„თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს:

ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა – ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.

ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და  შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები