LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის განმავლობაში მოსწავლეს 2-3 პირბადე დასჭირდება, თუმცა გვახსოვდეს, რომ პატარა ასაკში პირბადის დიდხანს ტარება სასურველი არაა – ალექსანდე გოგინავას რეკომენდაციები

660
BeFunky-collage (1)

15 თებერვლიდან ქვეყნის ყველა სკოლაში ბავშვები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან. სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

სკოლაში დაწესებულმა ამ რეგულაციამ ბევრი მშობელი დააფიქრა და გააჩინა კითხვა – ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება ინფექციის გაზრდის რისკის შემცველი და ხომ არ გაუარესდება ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა.

სავალდებულოა, ყოველდღიურად, სკოლის თანამშრომელთა 20 პროცენტის გატესტვა: ეკატერინე დგებუაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე ნაკლებად გამოიყენონ, თუმცა, 6 წლის შემდგომ აუცილებელია. როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, მშობელმა 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვი პირბადესთან ურთიერთობა უნდა მივაჩვიოს.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ მიღებული რეკომენდაცია ლოგიკურია, რადგან პირბადის არასწორად მოხმარება შესაძლოა, უფრო მეტად იყოს რისკის შემცველი, ვიდრე მისი არტარება.

15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში

„ფორტუნასთან“ საუბარში ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რა არჩევანი უნდა გააკეთოს მშობელმა ამ შემთხვევაში.

„ჩემი აზრით, რეგულაცია, რომ სკოლებში მოსწავლეებმა პირბადე სურვილის მიხედვით ატარონ, სწორია. რეგულაციის მიღებისას გათვალისწინებულია ბავშვის ხასიათის სპეციფიკა. მას ვერ მოსთხოვ, რომ საკლასო ოთახში პირბადე დიდხანს ატაროს, ეს ძალიან რთულია. განსაკუთრებით ეს ეხებათ 12-10 წლის ქვემოთ ბავშვებს. სავალდებულო რომ ყოფილიყო, შესაძლებელია, პირბადის სწორად ტარება ბაშვებში დარღვეულიყო, ამიტომ მიზანშეწონილი არაა სკოლაში პირბადის ტარება, თუ ის სწორედ არ იქნება გამოყენებული. 

პირბადის არასწორად ტარება უფრო საზიანოა ბავშვებისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც. ამან შეიძლება, უარესი როლი ითამაშოს. რა თქმა უნდა, იმ ბავშვმა, ვისაც აქვს უნარ-ჩვევა, რომ გაიჩეროს პირბადე და სწორად მოიხმაროს, გამომდინარე მისი ასაკიდან, უნდა ატაროს და პატარა ბავშვები, ვისაც ამის უნარ-ჩვევა არ აქვს და რთულია მისი ქცევების გაკონტროლება, ნიღბის ტარება სავალდებულო არ არის.

პირბადის გამოყენების ვალდებულება სკოლაში რთული დასაცავია. თუ წარმოვიდგენთ, როგორ იქცევიან ბავშვები და რამდენად რთულია მათი კონტროლი, პირბადის სწორად ტარების დაცვა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნებოდა. ბუნებრივია, რომ არჩევანის საშუალება არის, გამოიყენონ თუ არა პირბადე“. – განმარტავს გოგინავა. 

 

 

გოგინავას თქმით, შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია, რომ მშობლებმა შვილებს კარგად აუხსნან პირბადის ტარების აუცილებლობა.

„თუ ბავშვი ისეთ ასაკშია, რომ მას შეუძლია, რომ დარიგება გაითვალისწინოს, უმჯობესია, მშობლებმა აუხსნას პირბადის დანიშნულება და თუ მას პრობლემას არ შეუქმნის ჯანმრთელობა, უმჯობესია ბავშვმა გაცნობიერებულად და სწორად ატაროს პირბადე და არა შეცდომით“. – ამბობს ინფექციონისტი.

კითხვაზე, ბავშვებისთვის საზიანო ხომ არ იქნება ნახევარი დღის პირბადით გატარება, გოგინავა პასუხობს:

„როცა არის არჩევანი, კორონავირუსსა და პირბადეს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გაკეთდეს პირბადის სასარგებლოდ. თუმცა, აქვე უნდა გავითვალიწინოთ, რომ პატარა ასაკში პირბადის დიდხანს ტარება სასურველი არაა“. – განაცხადა ჩვენთან საუბარში გოგინავამ.

გოგინავა ასევე განმარტავს, რამდენჯერ უნდა შეიცვალოს მოსწავლეებმა პირბადე სკოლაში ყოფნისას .

„ოპტიმალური ვარიანტია პირბადის საათში ერთხელ შეცვლა, მაგრამ ცუდ შემთხვევაში 2 საათში ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადე აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, დღის განმალობაში მოსწავლეს 2-3 პირბადე დასჭირდება“.- ამბობს ინფექციონისტი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში არსებულ 2085 საჯარო სოლაში 15 თებერვლიდან სწავლა სკოლებში განახლდება,  თუმცა მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ-სწავლება აირჩიონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები