LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

541
mixeil-cagareli-3

მზე დღეს მგრძნობიარე და ინტუიციურ კირჩხიბის ზოდიაქოში იმყოფება, ხოლო მთვარე შემოქმედებითი ნიჭით აღსავსე თევზების ზოდიაქოში. დღეს სწორედ ეს ტენდენციები იჩენენ თავს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მგზავრობისა და ვარჯიშებისთვის, იურისტებთან ურთიერთობისთვის, მცენარეების მოვლისათვის, კაპიტალდაბანდებებისთვის, ქორწინებისათვის, ნადირობისა და თევზაობისათვის, შემოქმედებითი მუშაობისა და სასამართლო პროცესებისათვის.  დღეს ნაზი და ვნებიანი სიყვარულის დღეა. მოერიდეთ სისხლის გადასხმას, ტერფების მასაჟს, ახალი საქმის დაწყებასა და ალკოჰოლირი სასმელის მიღებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა,  ტერფების ზონა და კანის არე, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – იისფერი, მწვანე, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და ყვითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო. ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა, თხის რქასა და თევზებისთვის, დღე დაძაბულია ლომთათვის და სასწორთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები