LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

529
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396-2020-01-03-07-39-37-866847

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა საოჯახო ნივთების, ავეჯის შესაძენად, სამშენებლო საქმეების დასაწყებად, ქორწინებისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის. დღეს ყურების ანთების ალბათობა იმატებს, ამიტომ მოერიდეთ ორპირ ქარს. საკვებ რაციონში შეიტანეთ უცხიმო თევზი, მჭლე ხორცი და ლიმონი. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტლებებს. აკონტროლეთ თქვენი საფულე.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ენდოკრინული სისტემა, ყელის არე, ფარისებრი ჯირკვალი და სწორი ნაწლავი, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ლიმნისფერი, მწვანე,  ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი იასპი და მარგალიტი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, დღე დაძაბულია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები