დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, ძველი ნივთების მოსაშორებლად, არომათერაპიისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, ლიმფური სისტემა, ტერფების ზონა, კანი, ენდოკრინული სისტემა, მხედველობა და თავის არე.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, გიშერი, ალექსანდრიტი, მარჯანი ლალი, იაგუნდი და ამეთვისტო.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის,   ნეგატიურია დღე  ლომთათვის და სასწორთათვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05