LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

475
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სიხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ მეტად დაისვენეთ და მიიღეთ წამლების პროფილქატიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, წყლის პროცედურებისათვის, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის შესაძენად, ლაშქრობებისთვის, უცხოელებთან კონტაქტისათვის, კაპიტალდაბანდებისათვის, საიუბილეო საღამოებისათვის. მორიდეთ დაპირებების გაცემას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. საკვებ რაციონში შეიტანეთ კომბოსტო და ლობიო.

ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი საზარდულის მიდამო და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციები ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, იისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა  ვერძისა და მერწყლისათვის, დღე ნეგატიურია  კუროს, კირჩხიბის და ქალწულისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები