LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

533
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ახალმთვარეობაა და ამავდროულად მზის დაბნელება, ის პიკს 10:41 წუთზე მიაღწევს, ეს მოვლენა მეტად განაპირობებს აგრესიის, დეპრესიისა, ტრავმებისა და ავარიების ალბათობას. იყავით ფრთხილად და წინდახედულად.

ასევე დღეს ზაფხულის დღებუდობაა, დღე ყველაზე გრძელია, მზე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ ერთი თვით დარჩება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ლოცვისთვის, მონანიებისთვის და სურვილების ჩასათქმელად. მოერიდეთ სასიყვარულო ურთიერთიობებს, ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ვერცხლისფერი, ოქოროსფერი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ცისფერი. მინერალებს დღეს ნუ გამოიყენებთ.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისათვის,  დაძაბულია დღე ვერძთათვის და მერწულთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები