LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

475
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. მეტად დაისვენეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ტანსაცმლის კარადის დასალაგებლად, სარემონტო სამუშაოებისთვის, აუქციონების ჩასატარებლად, ნეგატიური დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, მოერიდეთ უჰაერო სივრცეებს, სიმძიმეების აწევას. დღეს ორგანიზმი თვითგანწმენდისკენაა მიმართული, ამიტომ  საკვები რაციონში ნუ შეიტანთ ყავასა და ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. ცუდი დღეა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და ქორწინებისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები.

დღის ფერები და მინერალები  – ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, ცისფერი და კრემისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ თოპასი, აქვამარინი, სარდიონი, ნეფრიტი, გელიოტროპი. ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, ტყუპების, ლომისა და მერწყულისათვის, დაძაბულია დღე კირჩხიბის, ქალწულის, მოერილისა და თხის რქისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები