LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

515
mikheil-cagareli

დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ასევე ახალმთვარეობაა, ეს მოვლენა ადამიანებში აგრესიისა, დეპრესიის და სხვადასხვა ცდუნების ალბათობას გაზრდის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა სპორტული თამაშებისთვის, სწავლისთვის, მგზავრობისათვის, კონტაქტების დასამყარებლად და აუქციონების მოსაწყობად. ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, სიყვარულისვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები.

დღის ფერები და მინერალები  – ვერცხლისფერი, ოქროსფერი,  კრემისფერი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ თოფაზი, საფირონი, ლაზურიტი, ციტრინი, ლაბრადორი და გიაცინტი,  აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის, დაძაბულია დღე კუროსა და თევზებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები