დღეს უნდა იყოთ კეთილშობილი და კანონმორჩილი, ნუ იჩქარებთ და დაიცავით მიღებული წესები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ინტელექტუალური განვითარებისთვის, ახალი კავშირების დასამყარებლად, პრეზენტაციების ჩასატარებლად, დალაგებისთვის, შემოქმედებითი სამუშაოსთვის, გაცნობისთვის, შეწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად, ჯვრისწერისა და ქორწინებისთვის, ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანის ზონა, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – კრემისფერი, ლურჯი, ცისფერი, ყვითელი და მწვანე. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფურუზი და აქვამარინი. ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, დღე დაძაბულია, ქალწულისა და მორიელისთვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05