დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ორგანიზმისთვის წერტილოვანი მასაჟის გასაკეთებლად, საბანკო-საფინანსო ოპერაციებისთვის, ვაჭრობისათვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, ნეგატიური დღეა სიყვარულისთვის და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისათვის, გამოცდების ჩასაბარებლად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის, წყლის ტრანსპორტით სარგებლობისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ვერცხლისფერი, ოქროსფერი, , ყავისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კურის, თხის რქასა და თევზებისათვის,  დაძაბულია დღე ტყუპების, სასწორისა და მშვილდოსნისათვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05