დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, კონფლიქტების ალბათობა იმატებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა აუტოტრენინგისთვის, იოგის ვარჯიშების ჩასატარებლად, თვითშემეცნებისთვის და კომპეტენტურობის გამოსავლენად. ნადირობისა და თევზაობისთვის, მასაჟისათვის და კოსმეტიკური პროცედურებისათვის. თავი შეიკავეთ ინტიმური ურთიერთობებისგან, სხივური თერაპიისა და რენტგენისაგან, მოგზაურობისაგან და დაზღვევის წარმომადგენლებთან ურთიერთობისაგან, სესხის აღებისაგან.

დღეს სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიული სისტემა, ასევე ცხვირის ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი,ზურმუხტი და ქრიზოპრაზი.  ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, თხის რქასა და თევზებისათვის. დღე დაძაბულია, ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05