დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სიხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ მეტად დაისვენეთ და მიიღეთ წამლების პროფილქატიკა. დღეს ცის კაბადონზე გამარჯვების პლანეტა მარსი გადაინაცვლებს  ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და იქ 2021 წლამდე დარჩება, ეს მოვლენა ადამიანში განაპირობებს აქტიურობას, ლიდერულ ჩვევებსა და დიქტატორულ უნარებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა შემოქმედებითი მუშაობისათვის, კონტაქტების დასამყარებლად, ქორწინებისთვის, საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად. მოერიდეთ საქმიან შეხვედრებს, ნუ მიიღებთ ზედმეტ სითხეს, გამორიცხეთ მწარე და მარილიანი საკვები.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელების ზონა და  კანი, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, იისფერი და თეთრი,  მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, ამეთვისტო, აქატი, ოპალი, ყვითელი იასპი,  ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის და მერწყულთათვის,  დაძაბულია დღე კირჩხიბისა და ქალწულისათვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05