დღევანდელი დღე ყურადღბას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასრურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. დღეს მზე ერთი თვით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნიდან, ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ადამიანებში აქტიურობას, კომუნიკაბელურობასა და სექსუალურ ენერგეტიკას გააძლიერებს. დაიოკეთ სხვებთან შეჯიბრების მომენტი. შეამცირეთ კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ სახლსა და ოჯახს, დღეს ორგანიზმი თვითგანწმენდისკენაა მიმართული, მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას.

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა კულინარიული და სარემონტო საქმიანობისთვის, იურიდიული საქმიანობისათვის, უცოელებთან ურთიერთობისათვის, სასამართლო პროცესების დასაწყებად, სწავლისთვის. ნეგატიური დღეა მშენებლობისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, იაგუნდი, ლაზურიტი და სერდოლიკი. ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისათვის,  დღე დაძაბულია ქალწულისა და მორიელისთვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05