მზე დღეს აქტიური ლომის ზოდიაქოს ნიშანშია, ხოლო მთვარე ფრიად ოპტიმისტ მშვილდოსანში. დღევანდელი დღე სწორედ ამ ტენდენციებით იქნება დატვირთული. მეტი სიფრთხილე გმართებთ ავტოტრასებზე, ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს. დღეს კონფლიქტების ალბათობა მოიმატებს.

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, კონფლიქტების ალბათობა იმატებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, დისკუსიებში ჩასართველად, უცხოელებთან ურთიერთობისათვის, ტურისტული ლაშქრობებისთვის. ნეგატიური დღეა მშენებლობისთვის, სისხლის გადასხმისთვის.

დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი,  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, იისფერი ლურჯი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზით, აქვამარინი, ნეფრიტი და ლალი.  ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის, დღე დაძაბულია, კუროსა და კირჩხიბისათვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05