LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

671
მიხეილ ცაგარელი

დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ასევე ახალმთვარეობაა, ეს მოვლენა ადამიანებში აგრესიისა, დეპრესიის და სხვადასხვა ცდუნების ალბათობას გაზრდის. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას გარკვეულ პრობლემას შეუქმნის, რაც შესაძლოა თავის ტკივილების, უგუნებობისა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს, ამიტომ მეტად დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა გამოიყენეთ. ნუ დაეყრდნობით ემოციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა დალაგება-დასუფთავებისთვის, სწავლისთვის, ვაჭრობისათვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, დიეტის დასაწყებად, თმის შესაჭრელად. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი და ნაწლავთა სისტემა.

დღის ფერები და მინერალები  –  ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი, ლაზურიტი და ნეფრიტი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბისა და ქალწულისათვის, ნეგატიური დღეა მშვილდოსანთათვის და სასწორთათვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები