LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

521
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

დღე ასევე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც ჯანრთელობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. დაისვენეთ და წამლების პროფილქატიკა გამოიყენეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სარემონტო სამუშაოებისთვის, ელექტრო, გაზ და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, სამეცნერო კვლევით საქმიანობისთვის, მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა და ფეხის კუნთები. ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ნეონისფერები, ცისფერი და ვერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის, დღე დაძაბულია ქალწულთათვის და მორიელთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები