დღევანდელი დღე ყურადღბას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასრურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად, ცნობიერების გასაფართოვებლად, ახალი გამოცდილების მისაღებად და მგზავრობისათვის. ნუ იჩქარებთ, მოერიდეთ კამათს და აგრესიის გამოვლენას. ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, კაპიტალდაბანდებისათვის, თმის შეჭრისათვის, ხელშეკრულების დასადებად.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება თავის ზონა, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანიოები, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სარდიონი, ეს ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, დღე დაძაბულია კირჩხიბის, ქალწულის, თხის რაქისა და თევზებისათვის.