LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

453
მიხეილ ცაგარელი

ნუ ეცდებით გარშემომყოფების ფსიქოლოგიურად დათრგუნვას და საკუთარი აზრის თავსმოხვევას. არ ღირს სხვათა გაკიცხვა და განკითხვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, სტრატეგიული გეგმების დასახვისა და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და მსხვილი საყიდლებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, თიხისფერი და ლიმონისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები