მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 13:29 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ჩვეულებრივზე მეტად მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო, ავარიული შემთხვევების მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ოჯახის წევრების შესაკრებად და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, რომანტიკული თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ავეჯის, ავტომობილის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. კარგი დღეა ყელის, სასუნთქი გზების სამკურნალოდ,  მასაჟისა და კომეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, თუმცა აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ დასუსტებულ თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი და მწვანე, ბეჟი, წითელი და შავი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმოსური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, შედარებით რთული იქნებ დღე ვერძისა და ტყუპებისთვის.

მსგავსი თემები