LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

552
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -21:39-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მეტად მძიმე ენერგეტიკული დღეა, რადგან ახალმთვარეობა მზის დაბნელებას ემთხვევა. მზის და მთვარის ენერგიის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში შერწყმა ადამიანებში აგრესიისა და დეპრესიისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს. მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, ჭორების და ინტრიგების, ცდუნებების და შეცდომების, მოტყუების და ცრუ დაპირებების გაცემის ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა და მსხვილი კაპიტალის დაბანდებისგან, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა, რადგან სწორედ დღევანდელი დღე განსაზღვრავს მთელი თვის განწყობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფულის სესხად გაცემა და ვალად აღება, ახალი თანამშრომლების მიღება და ძველ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიების მცდელობა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ დახურულ სივრცეში დიდხანს გაჩერებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე გიშერი, ტოპაზი, ლაბრადორი, ნეფრიტი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, თხის რქას და თევზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები