LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

487
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, დასვენებისა და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად და გადაუდებელი საქმის შესასრულებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, რადგან მაღალია თავის ტრავმის მიღების ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით, ხილით და ბოსტნეულით, ხორცით, რძის პროდუქტით და მოერიდეთ ყავის, ალკოჰოლური სასმელის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს, თავი შეიკავეთ სტომატოლოგთან ვიზიტისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი და ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს და კირჩხიბს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები