ეცადეთ გამონახოთ დრო და მოინახულოთ ხანდაზმული ნათესავები, რომელთაც განსაკუთრებით ჭირდებათ თქვენი დახმარება.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია პროვოკაციების და უმიზეზოდ კონფლიქტების წამოჭრის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ლოცვისა და მედიტაციისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ შესაძლებლობებში გასარკვევად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა

– გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოაწყვეთ განტვირთვის დღე, მოერიდეთ ზედმეტი საკვების და ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა და იაგუნდი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

  Ad desktop banner Ad mobile banner

მსგავსი თემები