საქმეების მმართველი პლანეტის – მარსის რეტროგრადულობა, რაც14 ნოემბრამდე გაგრძელდება, ძველ შეცდომებს გაგახსენებთ ან დაუსრულებელი საქმეების ბოლომდე მიყვანას გაიძულებთ. არ ღირს ამ პერიოდში ახალი პროექტის დაწყება, რადგან მაღალია პარტნიორების მხრიდან თაღლითობის, მოტყუების მცდელობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ტოპაზი, ლაბრადორი, ამაზონიტი და გელიოტროპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს და მორიელს.

მსგავსი თემები