LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

821
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ კონფლიქტურ ადამიანებთან ურთიერთობას, ავანტურისტულ, სარისკო მოქმედებებს და ფულის უაზროდ ხარჯვას. არაა გამორიცხული დღევანდელი წვრილმანი ტექნიკური პრობლემები მომავალში სერიოზული ავარიის მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, აუქციონებისა და კონფერენციების მოსაწყობად, საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით უარი თქვით შაქრის, მარილის და კაკაოს, ხორცის და წვნიანის მირთმევაზე. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს. თავი შეიკავეთ სიმძიმის აწევისგან, ეცადეთ დიდხანს არ გაჩერდეთ უჰაერო, ჩაკეტილ სივრცეში.

დღის ფერები და მინერალები – ნარინჯისფერი, იისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ოქროსფერი,  ასევე ტოპაზი, აქვამარინი, სერდოლიკი, ქარვა და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები