LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ოქტომბრის  ასტროლოგიური პროგნოზი

434
cagareli

დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, ეს ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან, ნერვულ  სისტემას, რაც შესაძლოა თავის ტკივილის, უგუნებობისა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს, ამიტომ გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და მეტად დაისვენეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა პრეზენტაციის ჩასატარებლად, საბავშვო ღონისძიებების მოსაწყობად, თმის შესაჭრელად და შესაღებად, ლატარეის ბილეთების, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის შესაძენად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სიმძიმეების აწევას, ბინის შეცვლას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება გულსისლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი და სარდიონი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, ტყუპებისა და სასწორისათვის, დღე დაძაბულია თევზებისა და  თხის რქისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები