LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

493
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:32-დან 21:17 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პლანეტა სატურნის დირექტულობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში ხელს შეუწყობს ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენას, საკანონმდებლო აქტების მიღებასა და რეალიზაციას, კარიერულ განვითარებას, მოუგვარებელი პრობლემების გადაწყვეტას და კარგად გააზრებული საქმეების წარმატებით შესრულებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, უცხოელი პარტნიორების მოძიებისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ლალი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები