LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

503
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:49-დან 12:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გაიხსენეთ და მაოგვარეთ ძველი შეცდომები. კარგი დღეა საკუთარი ცხოვრების გასაანალიზებლად და დასკვნების გასაკეთებლად. ყურადღება გამოიჩინეთ ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, საბანკო და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვალის გაცემა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსუტებულ კუჭს, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი, ოპალი, მარჯანი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები