LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

867
cagareli

თავისუფლების და მეგობრობის მმართველი პლანეტის – ურანის რეტროგრადულობა ანუ უკუსვლა, რაც 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, ადამიანებს თავისუფლების შეზღუდვის და სხვაზე დამოკიდებულების შეგრძნებას გაუძლიერებს, თუმცა ხელს შეუწყობს ძველი კავშირების აღდგენასა და ძველი იდეების ახლებურად გააზრებაში.

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მეტი დრო დაუთმეთ ძველი პროექტების დასრულებას, არ ღირს უცნობ სფეროში საქმიანობის დაწყება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ვარჯიშისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით, ხილით, ბოსტნეულით და დროებით მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აგატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ სასწორსა და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები