LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

630
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის საკმაოდ დაძაბული დღეა. ამჯერად მზისა და მთვარის ენერგიები ერთმანეთს მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე დაუპირისპირდებიან, რაც საგრძნობლად  გაზრდის ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობას, აგრესიისა და დეპრესიისკენ მიდრეკილების, დაამძიმებს ჯანმრთელობას.

ნუ ენდობით რომანტიკულ და ფინანსურ დაპირებებს, აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ავანტურისტულ მოქმედებებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აუქციონების მოსაწყობად, ნაკლებად გაამართლებს ქორწინება და სასიყვარულო თავგადასავლები, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოფაზი, საფირონი, სარდიონი, გიაცინტი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი და მორიელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები